ტყე ჩვენი მეგობარია!
ტყე ასუფთავებს ჰაერს, არეგულირებს წყლის ნაკადებს, ეროზიისგან იცავს ნიადაგს, დადებით გავლენას ახდენს ჰაერის მასების მოძრაობასა და ტემპერატურაზე. ტყე არის ადამიანთა ჯანმრთელობა და დასვენება, მრავალფეროვანი ძვირფასი ნედლეულის წყარო.
ტყე შედგება ხეების, ბუჩქების, ბალახოვანი და სხვა მცენარეების (ხავსები, მღიერები) ერთობლიობისგან, მათთან ერთად – ცხოველებისა და მიკროორგანიზმებისგან, რომლებიც განვითარების პროცესში ბიოლოგიურად არიან ურთიერთდაკავშირებულნი, მოქმედებენ ერთმანეთსა და გარე სამყაროზე. ტყის მთავარი და აუცილებელი კომპონენტია ხეები
Комментариев нет:
Отправить комментарий